ჟიულ ვერნი

Publié le par ecole_marie.brosset_nous.over-blog.com

Jules-Verne.jpg

ჟიულ გაბრიელ ვერნი  (8.02.1828–24.03.1905) ფრანგი მწერალი, კლასიკური სათავგადასავლო რომანების ავტორი

 

  ბავშვობის წლები & განათლება: ჟიულ ვერნი, დაიბადა 1828 წლის 8 თებერვალს, ნანტშიპიერ ვერნის და სოფი ალოტ დე ლა ფიუს ხუთი შვილიდან, ის ყველაზე უფროსი იყო. ჟიულ ვერნს ჰყავდა ერთი ძმა - პავლე (პოლი) და სამი და - ანა, მატილდა და მარი.

       1834 წელს, 6 წლის ასაკში, მშობლებმა ჟიული პანსიონში მიაბარეს.  ერთი წლის შემდეგ კი, კათოლიკე მამის გადაწყვეტილებით, თავის ძმასთან ერთად სასულიერო სკოლაში გააგრძელა სწავლა. 1940 წლიდან ჟიულ ვერნი უკვე სემინარიაში გადავიდა, სადაც მე-9, მე-10 და მე-11 კლასები დაამთავრა. 

      მამას უნდოდა, რომ ჟიულს მასავით ადვოკატის პროფესია აერჩია და შვილს, ნანტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელებისკენ უბიძგებდა. ჟიულ ვერნი 1848 წლიდან პარიზში იურიდიულზე სწავლობდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ეს მისი მოწოდება არ იყო.


ლიტერატურული დებიუტი: იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, ჟიულ ვერნი ლიტერატურით იყო გატაცებული. ლიტერატურული შემოქმედება მან თეატრალური პიესების წერით  დაიწყო. ის მეგობრობდა ალექსანდრე დიუმასთან, მამასთან და შვილთან. ჟიულ ვერნის პირველი პიესა, "Les Pailles Rompues", 1850 წელს დაიდგა. ამ პიესის წარმატებამ მას საბოლოოდ გადააწყვეტინა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის მიტოვება და 1852-1862 წლებში თეატრისთვის პიესების წერით იყო დაკავებული. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა რამოდენიმე ნოველა.

 

ქორწინება: ჟიულ ვერნი 1957 წლის იანვარში დაქორწინდა. ცოლად მოიყვანა ახალგაზრდა ქვრივი, ორი შვილის დედა ჰონორინ დე ვიანი, რომელთანაც   1861 წელს ვაჟიშვილი, მიშელ ვერნი, შეეძინა.

 

პირველი რომანი:1860 წლიდან ჟიულ ვერნი თავისი პირველი რომანის წერას შეუდგა– "ხუთი კვირა საჰაერო ბურთში" ("Cinq semaines en ballon"), რომელიც 1863 წელს გამოქვეყნდა და მკითხველის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ამის შემდეგ მან არაჩვეულებრივი მოგზაურობების წერა დაიწყო, 64 მოგზაურობა დაწერა.

 

მოგზაურობები: რომანების წერის პარალელურად, ჟიულ ვერნი ბევრს მოგზაურობდა. მოიარა არაერთი ქვეყანა: ინგლისი, შვეიცარია, სკანდინავია, შეერთებული შტატები, ნორვეგია.. გემით მოგზაურობები მისი შთაგონების წყარო იყო.


ნაოსნობა: 1865 წლიდან ჟიულ ვერნი კროტოიში დასახლდა და ნაოსნობას მიჰყო ხელი. ამ პერიოდში მან ორი გემი, სენ-მიშელ I და სენ-მიშელ II ააგო, ხოლო მესამე, სენ-მიშელ III, შეიძინა და ოთხჯერ იმოგზაურა ჩრდილოეთის და ხმელთაშუა ზღვებში.


სიცოცხლის ბოლო წლები:ჟიულ ვერნი 1871 წლიდან საცხოვრებლად ამიენში დამკვიდრდა და იქ სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. 1888 წელს ის ამიენის მუნიციპალური საბჭოს წევრადაც აირჩიეს, სადაც 16 წლის განმავლობაში მუშაობადა.

       დიაბეტით დაავადებული ჟიულ ვერნი 1905 წლის 24 მარტს ამიენში, თავის სახლში, გარდაიცვალა.  დაკრძალულია ამიენში, მადლენის სასაფლაოზე. იმ ქუჩას კი, სადაც ჟიულ ვერნი ცხოვრობდა, დღეს ჟიულ ვერნის ბულვარი ჰქვია.

       მწერალს უამრავი ხელნაწერი დარჩა გამოუქვეყნებელი. მათ გამოქვეყნებაზე ნაწილობრივ, მისმა ვაჟიშვილმა, მიშელმა იზრუნა.


 

მასალებზე იმუშავეს:

თამთა ლეკიაშვილი და მარიამ კაკუბერი -"ბავშვობის წლები".

მარიამ ქიტიაშვილი და გიორგი კაპანაძე - "განათლება"

ირინა მარუტიანი და შალვა ასანიძე - " ლიტერატურული დებიუტი".

ქარია აილდიზ - "ქორწინება".

აკაკი სამხარაძე - "მოგზაურობები"

ლუკა ხატიაშვილი და ალექსანდრე კაკუბერი - "ნაოსნობა"

ქეთი თხელიძე და ნანა ხაზარაძე - "სიცოცხლის ბოლო წლები" 

გიორგი ვენჯელაშვილი – "პირველი რომანი"


 

 

Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article